სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი აქტივობის ,,ინიციატივა და მეწარმეობა” ფარგლებში მერვე კლასის მოსწავლებმა სათემო პრობლემები და გადაჭრის გზები ჩამოაყალიბეს.
4 ნოემბერს, მერვე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი საგაკვეთილო თემის შეჯამება გააკეთეს სპეციალურად დამზადებულ ფურცლებზე სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გაცემით, როგორიცაა: რატომ აქტივიზმი? რატომ ცვლილება? რატომ აქტიური მოქალაქეობა? ვინ ვარ მე? გარდა ამისა გამოკვეთეს ახალგაზრდული საჭიროებები,რომლის გადაჭრას ისურვებდნენ ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე. გამოკვეთეს ინდივიდუალური სურვილები, განსაზღვრეს თავიანთი როლები და მნიშვნელობა საზოგადოებრივ საქმიანობაში,რომელიც მიმართულია სამომავლოდ სათემო პრობლემების გადასაჭრელად საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებასა და კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებით ადვოკატირების კამპანიის წარმართვაზე.