Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბს ,,ცვლილებების პიკი/Peak OF CHANGES”  ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში ახალგაზრდული ასოციაცია დრონი/yOUTH ASSOCIATION DRONI ეწვია

სამოქალაქო განათლების კლუბს ,,ცვლილებების პიკი/Peak OF CHANGES” ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში ახალგაზრდული ასოციაცია დრონი/yOUTH ASSOCIATION DRONI ეწვია

31 იანვარს, იოანე ბოლნელის სკოლის ბაზაზე არსებულ სამოქალაქო განათლების კლუბს ,,ცვლილებების პიკი/Peak Of Changes” ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ეწვია ახალგაზრდული ასოციაცია დრონი Youth Association DRONI

დრონის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისს ეწვივნენ გერმანელი მოხალისეები, რომლებიც საქართველოში ერთი წლით ჩამოვიდნენ და სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმიანობით არიან დაკავებულები. გერმანელი მოხალისეები საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ( European Solidarity Corps) პროექტის ფარგლებში.

გერმანელმა მოხალისეებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ, ასევე მოსწავლეებს მოუყვნენ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს და ეცნობიან ქართულ კულტურას. დრონის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მოსწავლეებს აუხსნეს თუ როგორ შეუძლიათ მათაც ჩაერთონ მოხალისეობრივ პროექტებში, გაემგზავრონ ევროპაში და შეიძინონ ახალი უნარები.

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის სრულიად დაფინანსებული პროექტი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებსა აძლევს ბევრ ახალ შესაძლებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ რატევნის საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები.