ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,ძლევაი საკვირველი” დავითობის კვირეული ფარგლებში
8 თებერვალს, ჩვენი სკოლის მაია ჯავახიშვილის სახ.ბიბლიოთეკის დარბაზში, გაიმართა საინტერესო,შემოქმედებითი და შემეცნებით შეხვედრა.
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ” ძლევაი საკვირველი. ხელ.მარიამ ფორჩხიძე.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პოეზიაში გააცოცხლეს დავითის ეპოქა.ხელ. ლიკა დევნოზაშვილი.
ისტორიის პედაგოგმა, ქეთევან გაბლიშვილმა, მოსწავლეებს,აჩვენა დოკუმენტური ფილმი დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.ფილმის შემდეგ მერვე კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.
ხელოვნების პედაგოგმა,ნათია კობალაძემ ,წარმოადგინა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა.
16 წლისა ავიდა სამეფო ტახტზე.
26 წლისამ თურქებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა.
27 წლისამ ქვეყნიდან განდევნა სელჩუკები.
29 წლისა კახეთ-ჰერეთს იერთებს.
31 წლისა ატარებს უმნიშვნელოვანეს საეკლესიო რეფორმას.
32 წლისა ატარებს სამხედრო რეფორმას, ქმნის ქართველთა ლაშქარს მოსახლეობისგან. ყივჩაყთა ლაშქარს მუდმივი დანიშნულებისას. როქის სპას დაქირავებულ ლაშქარს. ასევე, შემოიღებს მსტოვართა ინსტიტუტს.
33 წლისამ დაიწყო იყალთოს, გელათის აკადემიების მშენებლობა.
34 წლისა ატარებს სამართლის რეფორმას, თავისუფლდება თურქ-სელჩუკებისგან და განაგრძობს ტერიტორიების გაფართოვებას.
48 წლისა იგებს დიდგორის ომს. მსოფლიო საბრძოლო ისტორიაში, დიდგორის ომი შედის ტოპ სამეულში, თავისი სტრატეგიითა და დაუჯერებელი შედეგების გათვალისწინებით.
49 წლისა იბრუნებს თბილისს.
51 წლისა დმანისის სახით ათავისუფლებს უკანასკნელ ქართულ ქალაქს.
52 წლისა გარდაიცვალა და შექმნა სახელმწიფო “ნიკოფსიითგან, დარუბანდისა ზღვამდე და ოვსეთიდან სოერად და არგეწამდე”.
ის იყო დავით IV აღმაშენებელი – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.




