Enter your keyword

post

იოანე ბოლნელის სახ.სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია

იოანე ბოლნელის სახ.სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია

2023 წლის 3 თებერვალს,იოანე ბოლნელის სახ.სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია!

ავტორიზაციის მიზანია, დაადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებების

შესაბამისობა განსაზღვრულ სტანდარტებთან. იგი არის შეფასების გარე მექანიზმი, რომლის

მეშვეობითაც ხდება დაწესებულების მიერ განხორციელებული შიდა შეფასების

დადასტურება. ავტორიზაციის პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული სკოლაში არსებულ

ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის მართვის მექანიზმებთან.

სკოლას ავტორიზაცია მიენიჭა 6 წლის ვადით და განესაზღვრა მოსწავლეთა ადგილების ზღვრული

რაოდენობა 250 მოსწავლით.

ექსპერტების მიერ შემოწმდა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი , ადამიანური რესურსი .ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზები ექსპერტთა დასკვნაში :”

ამ სკოლას გამოარჩევს: თანამშრომლობითი გარემო, გუნდურობის პრინციპი, სიყვარული და მიკუთვნებულობა!

სკოლის დირექცის უდიდეს მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას,პედაგოგებს,ადმინისტრაციას,ტექნიკურ პერსონალს,მოსწავლეებს,მშობლებს.განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის ხარისხის ჯგუფს!

ერთობლივმა შრომამ,ერთგულებამ,მოგვიტანა სასურველი გამარჯვება!

#აქსიყვარულია

#აქერთობაა