Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ორგანიზებით გრძელვადიანი საერთაშორისო პროექტის ,,გახსოვდეს მოქმედება” მესამე ეტაპის ,,ჩემი ცხოვრების ჩემოდანი” ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ორგანიზებით გრძელვადიანი საერთაშორისო პროექტის ,,გახსოვდეს მოქმედება” მესამე ეტაპის ,,ჩემი ცხოვრების ჩემოდანი” ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

27 თებერვალს, სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით, ProActive Group Georgia -ს გრძლევადიანი პროექტის ,,Remember to act: understand-learn-act” მესამე ეტაპის Suitcase of my life /ჩემი ცხოვრების ჩემოდანი ფარგლებში აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე , საქართველოზე შეყვარებული ძალიან კარგ ადამიანები გავიცანით და გავაცანით ერთმანეთი 🤝🤍 რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი განსაკუთრებული ისტორიები.. 🤍❤️ გავიხსენეთ მძიმე წარსულის პერიოდი, დევნილობის წლები, რუსული ოკუპაცია.. მაგრამ ამასთანავე მოვისმინეთ წარმატების, ბრძოლის და არ დანებების ისტორიები.

🤍 “ნულიდან ყველაფრამდე”

✌️ “იბრძოლე რუსული ოკუპაციის წინააღმდე და იყავი თავისუფალი”

#შინ აფხაზეთში”

ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა, რომლის პირველ ნაწილში მომხსენებლებმა “თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები გაიხსენეს და შესაბამისი ხელნაკეთი ნივთებით შეავსეს სიმბოლური ჩემოდნები”, რომლის შემდეგაც ეს ისტორია დანარჩენ მონაწილეებსაც გაუზიარეს .

• შეხვედრა ჩატარდა 18 თვიანი პროექტის “გახსოვდეს, რათა იმოქმედო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ხსოვნის კულტურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება სამშვიდობო და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე;

🇬🇪🇩🇪🇪🇺 პროექტი ხორციელდება EVZ ფონდის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის, Meet Up! YouthforPartnership პროგრამის ფარგლებში.🤝

🇬🇪🇩🇪🇪🇺 The project is funded under the grant program “MEET UP! Youth for Partnership” by the Remembrance, Responsibility and Future (EVZ) Foundation and the Federal Foreign Office.

#MEETUPforPartnership#YOUTHforPartnership#RemembertoAct#MeetUP#Proactiveprojects EVZ Foundation