Enter your keyword

post

ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება  “ერთი ლექსის ისტორია” ჩატარდა

ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება “ერთი ლექსის ისტორია” ჩატარდა

#ოკუპაციისკვირეული

სკოლაში,საბჭოთა ოკუპაციის კვირეული დღეს დასრულდა ,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის , ლიკა დევნოზაშვილის,საოცარი გაკვეთილით.

“ერთი ლექსის ისტორია”

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ოკუპაციის დღეები და გაგვაცნეს საინტერესო ისტორია ,თუ როგორ იხილა მზის სინათლე ლექსმმა “25 თებერვალი”

გაკვეთილის ბოლოს კი მეცხრე კლასის მოსწავლემ ,საბა მანაგაძემ, მუსიკის პედაგოგთან ერთად შეასრულა დაუვიწყარი “განთიადი”

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

#ოკუპაციაგრძელდრბადღესაც

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!”

კოლაუ ნადირაძე

+14