სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ორგანიზებით ჩატარდა ,,გალერიის მეთოდის” გამოყენებით საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიციის გამოფენა
სამოქალაქო განათლების კლუბი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი უერთდება პროექტ ,,კულტურული მემკვიდრეობა ” ფარგლებში გამოცხადებულ საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს.
დღეს,სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ორგანიზებით ჩატარდა ,,გალერიის მეთოდის” გამოყენებით, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალის, ომის გმირების, შედეგებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული პერსონაჟების გამონათქვამების გამოფენა.
მოსწავლეები გაეცვნენ გამოფენაზე არსებულ მასალებს,შემდეგ კი გამართეს დისკუსია იმ ფაქტის, პიროვნების თუ ისტორიული მომენტის შესახებ,რომელმაც მათი ყურადღება მიიქცია.
ბოლოს, დაწერეს თუ რას ნიშნავს მათთვის თავისუფლება.
მადლობას ვუხდით მონაწილეებს, კლუბის წევრ ორგანიზატორებს, პედაგოგებს და სრულ სასკოლო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის.