Enter your keyword

post

,, Bolnisi Youth Space” და სამოქალაქო განათლების ერთობლივი პროექტის,, ჭადრაკი გენდერული თანასწორობისთვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

,, Bolnisi Youth Space” და სამოქალაქო განათლების ერთობლივი პროექტის,, ჭადრაკი გენდერული თანასწორობისთვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

6 აპრილს, EU4Youth (ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის)პროგრამის ,, Bolnisi Youth Space/ბოლნისის ახალგაზრდული სივრცე” ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბ Peak Of Changes/ცვლილებების პიკი კლუბის თანადამფუძნებლების, სანდრო ავქოფაშვილის, გიორგი მანაგაძისა და საბა მანაგაძის ინიციატივათა და ორგანიზებით გაიმართა ორკვირიანი შიდატურნირის ჭადრაკში VI-XII კლასის მოსწავლეებისთვის დაჯილდოების ცერემონიალი.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა EU4Youth Alumni Network-ის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ცვლილებების პიკი” თანამშრომლობით.

EU4Youth პროგრამა არის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ახალგაზრდებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც აერთიანებს საქართველოს,აზერბაიჯანის,სომხეთისა და მოლდოვის ახალგაზრდებს.

მადლობას ვუხდით პროაქტიული ახალგაზრდებსსანდრო ავქოფაშვილს, გიორგი მანაგაძეს, საბა მანაგაძეს ორგანიზებისთვის და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, ჭადრაკის პედაგოგებს რეზი უგრეხელიძესა და გიორგი ბეჯანიშვილს დაუღალავი შრომისთვის.

მადლობა ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის ინიციატორებს, ლუკა გაბიძაშვილსა და ირინა მიქავას.