სამაგიდო თამაში ,,არჩევნეთი” სამოქალაქო განათლების კლუბს ეწვია
6 აპრილს Eastern Partnership Civil Society Fellowship პროგრამის ფარგლებში არჩევნეთი ბოლნისს ეწვია. შეხვედრა ჩატარდა Irina Mikava – სა და ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის ინიციატივის მოწვევით და სამოქალაქო განათლების კლუბ Peak Of Changes/ცვლილებების პიკი თანამშრომლობით. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო სამაგიდო თამაშის სიმულაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის, პირველი საჯარო სკოლისა IX-XII კლასის მოსწავლეები და ბოლნისის ახალგაზრდული იდეა/Bolnisi Youth Idea წევრები.
„არჩევნეთი” შვედური სამაგიდო თამაშის – „ელექშენვილის” (Electionville) გადმოქართულებული ვერსიაა. თავდაპირველად ეს თამაში სწორედ შვედეთში შეიქმნა და აქტიურად დაინერგა შვედეთის საგანმანათლებლო სისტემაში. 2021 წელს საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ის „ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა” თარგმნა და მოარგო ქართულ რეალობას. 2023 წლის დასაწყისიდან კი Eastern Partnership Civil Society Fellowship პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
ბოლნისი ახალგაზრდული სივრცის ინიციატივა ხორციელდება EU4Youth(ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის) პროგრამის ფარგლებში.