Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბში ,,ცვლილებების პიკი” სამშვიდობო განათლების ტრენინგი  გაიმართა

სამოქალაქო განათლების კლუბში ,,ცვლილებების პიკი” სამშვიდობო განათლების ტრენინგი გაიმართა

1 აპრილს, სამოქალაქო განათლების კლუბში ,,ცვლილებების პიკი” გაიმართა სამშვიდობო განათლების ტრენინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-17 წლის ახალგაზრდებისთვის ჩვენი სამოქალაქო განათლების პედაგოგის/პროექტის ტრენერის ირინა მიქავას მიერ.

✅ თავდაპირველად მონაწილეები გაეცვნენ ProActive Group Georgia-ს საერთაშორისო გრძელვადიანი პროექტის ,,Remember to act: Understand-Learn-Act” მიზნებს, დონორებს, რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში და რა იგეგმება.

✅ სახალისო ენერჯაიზერით გაიცნეს ერთმანეთი და მოაწყვეს გამოფენა.

✅ “Building Bridges” არაფორმალური აქტივობით გაიზრეს რა როლი აქვს მშვიდობას საზოგადოებაში. მიიღეს ინფორმაცია ფორმალური/არაფორმალური და ინფორომალური განათლების სახეების, თუ რა უნარები, ცოდნა და კომპეტენციები საჭირო იმისათვის, რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელი. განსახვავებას ცუდ და კარგ მშვიდობას, პოზიტიურ და ნეგატიურ მშვიდობას შორის,მოსწავლეებმა შეისწავლეს ძირითადი ღირებულებები, რომელიც აერთიანებთ მშვიდობისმყოფელებს.

✅“Win as much as you can” მეთოდით მოსწავლეებმა გაიზარეს მოგება-მოგება და წაგება-წაგების პირნციპი, მოქმედების ტიპები კონფლიქტის დროს.

✅საინტერესო იყო Thomas Killmann Conflict Mode Instrument and

Onion Model/თომას კილმანი კონფლიქტის რეჟიმი

ინსტრუმენტი და ხახვის მოდელი, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად ნახეს განსხვავებული ქცევები, დიფერენცირება პოზიციებს, ინტერესებს და

საჭიროებებს შორის.

✅ დაწერეს რა იყო მშვიდობა მათთვის და ბოლოს გაიმართა გამოფენა/ რეფლექსია.

პროექტის ძირითადი თემებია:

• ხსოვნის კულტურა;

• ახალგაზრდების მონაწილეობა;

• გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: SDG 4. ხარისხიანი განათლება და SDG 16. მშვიდობა და სამართლიანობა ძლიერი ინსტიტუტები.

გრძელვადიანი პროექტის Remember to Act: Understand, Learn, Act ფარგლებში უკვე არაერთი თემატური აქტივობა, ტრენინგ-სემინარი ჩატარდა მიზნობრივ ჯგუფებთან. პროექტის ამოცანებია:

• უზრუნველყოს მონაწილეებში დემოკრატიის, მშვიდობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის უფრო ღრმა გაგება;

• გააცნოს და ჩართოს ახალგაზრდები დემოკრატიისა და მშვიდობის, მაგრამ ასევე არაფორმალური სწავლის მეთოდებში;

• ახალგაზრდების ჩართვა სამშვიდობო და დემოკრატიულ პროცესებში;

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე.

🇬🇪🇩🇪🇪🇺 პროექტი ხორციელდება EVZ ფონდის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის, Meet Up! YouthforPartnership პროგრამის ფარგლებში.🤝

🇬🇪🇩🇪🇪🇺 The project is funded under the grant program “MEET UP! Youth for Partnership” by the Remembrance, Responsibility and Future (EVZ) Foundation and the Federal Foreign Office.

#MEETUPforPartnership#YOUTHforPartnership#RemembertoAct#EVZfoundation#MeetUp