Enter your keyword

post

ააიპ იაონე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური  და კინოლოგიურ დეპარტამენტს ეწვივნენ

ააიპ იაონე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური და კინოლოგიურ დეპარტამენტს ეწვივნენ

ჩვენი სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები საბუნებიმატყველო კათედრის პროექტის ფარგლებში ( ორგანიზატორი ქიმიის მასწავლებელი თინა დადიანიძე, ასევე ბიოლოგიის მასწავლებელ ხატია რაზმაძესთან ერთად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინიატროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის და კინოლოგიური დეპარტამენტის განყოფილებაში.

მიზანი: კათედრის წევრებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაზრდა და საგნების ინტეგრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, სკოლაში შესწავლილი თეორიული და პრაქტიკული საკითხების უფრო თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გაცნობა, ასევე საშუალო საფეხუზე მოსწავლეთა პროფორიენტაციაზე ზრუნვა.

ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ კრიმინალისტიკური განყოფილების მუზეუმს, დაქტილოსკოპიურ, ოდოროლოგიურ, მიკრონაწილაკების,ნარკოლოგიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების, ბალისტიკური კვლევის ლაბოლატორიების მუშაობის სპეცეფიკას.ასევე ჩვენი სკოლის ჯგუფი იმყოფებოდა კინოლოგიურ განყოფილებაში. სადაც მოსწავლეებს გააცნეს ძაღლების წვრთნის პროცესი, მოსწავლეები დააკვირდნენ პრაქტიკულ ნაწილში ოდოროლოგიური კვლევის პროცესს. კინოლოგიურ ცენტრში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა დაგვაფიქრა რის მიღწევა შეიძლება საქმის სიყვარულით, რა შრომა და ძალისხმევა საჭირო ისეთ შედეგზე გასასვლელად რაც თვალნათლივ ვიხილეთ კინოლოგების მიერ ჩატარებული იმიტირებული ექსპერიმენტით ეს იყო დღის კულმინაცია.

მოსწავლეებისათვის ძალიან შთამბეჭდავი იყო კვლევის მეთოდების დინამიკის გაცნობა მარტივი აპარატურიდან ავტომატიზირებული და კომპიუტერიზებულ ხელსაწყო აპარატურამდე. მოსწავლეები თავად დარწმუნდნენ შედეგების სარწმუნოებაში, გაიაზრეს რამდენად საპასუხისმგებლოა ექსპერტის დასკვნა, რაცძალიან მნიშვნელოვანია. გამოიკვეთა ბიოლოგიის და ქიმიის როლი ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში.

საგაკვეთილო პროცესებში გავაანალიზებთ გაცნობილ ფაქტებს და დავაკავშირებთ ჩვენს მიერ შესწავლილ თეორიულ მასალასთან.

ძალიან დიდი მადლობა შსს-ს საექსპერტო კრიმინალიატიკური და კინოლოგიურ განყოფილებას ჩვენი მასპინლობისთვის, ინფორმაციის ამომწურავად მოწოდებისთვის და საინტერესო დღისთვის.

+27