Enter your keyword

post

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ირინა მიქავასა და ნიკა კრაწაშვილის ორგანიზებით გაიხსნა ორდღიანი სკოლა ,,Youth for European Future/ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” გაიხსნა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ირინა მიქავასა და ნიკა კრაწაშვილის ორგანიზებით გაიხსნა ორდღიანი სკოლა ,,Youth for European Future/ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” გაიხსნა

ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ირინა მიქავასა და ნიკა კრაწაშვილის ორგანიზებით გაიხსნა ორდღიანი სკოლა ,,Youth for European Future/ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის.

✅მონაწილეებმა სახალისო ენერჯაიზერებით გაიცნეს ერთმანეთი

✅მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის შექმნის ისტორიის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ.

✅გაეცნენ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიას

✅ მიიღეს პრაქტიკული რჩევები სრულიად დაფინანსებული საერთაშორისო მოკლევადიანი და გრძელვადიანი Erasmus+ პროგრამების, ახალაგზრდა ევროპელი ელჩის პროგრამის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებისთვის;

✅ბოლოს სპეციალურად შექმნილი kahoot.it პროგრამის საშუალებით ორ თემატურ ქვიზში მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ რატევნის საჯარო სკოლის, ფარიზის საჯარო სკოლის, ახალგაზრდული იდეის გუნდის წევრები და ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბ Peak Of Changes/ცვლილებების პიკი თანამშრომლობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებულო სამეფოს ახალგაზრდებს აერთიანებს. ამ ქსელის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ ახალგაზრდობის ინფორმირება, სხვადასხვა საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების დახმარება, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ითანამშრომლონ უკეთესი მომავლისთვის.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ევროკავშირის მიერ ჩაეყარა და დღემდე მასში ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ამჟამად აქტიურ საქმიანობას 34 სხვადასხვა ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა.