Enter your keyword

post

საქართველოს ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო დევნოზაშვილი წარდგინა

საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სასკოლო საზოგადოების მოთხოვნით წარადგენა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნინო დევნოზაშვილი.

ნინო არის საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორის მ/შ

გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია – Key Consulting საბჭოს წევრი და გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის საგნობრივი ჯგუფის მენტორი .

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“,საბჭოს წევრი.

ქ.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საპატიო მოქალაქის არჩევისა და წოდების

მინიჭების შესახებ მერის სათათბირო საბჭოს წევრი

ასოციაცია“ ნეკერის“ თანადამფუძნებელი.”

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი.

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს სოციალური მეწარმეობის ტრენერი

შალვა ამონაშვილის მოწაფე და პროექტის -„ჰუმანური საქართველოს-ქვ.ქართლის წარმომადგენელი.

საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებთან სამ წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის 2023 წელს ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო-საქართველო“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიენიჭა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი – აიელი რაინდი წოდება“

განხორციელებული პროექტებიდან მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად განხორციელებული პროქტი „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით-ჩვენ როგორც

ნორჩი მკვლევარები“ .

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთდ გახორციელებული პროექტი „მწვანე ბიზნესი,რის საფუძველზეც სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გააშენა ბიო -ბოსტანი.

პროექტი-საუკუნო საგზალი,

შეიმეცნე შენი სამშობლო,

„რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია გვახსოვდეს აფხაზეთი“

სახელოსნო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,

ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელობის ელჩები

ადამიანის უფლებები.

წიგნის კლუბი

მასწავლებელი გამოირჩევა დიდი ნდობითა და პატივისცემით, როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში და საგანმანათლებლო სივრცეში. გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით.უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნის მიზნით ყოველთვის ცდილობს კანონდებლობის ფარგლებში შექმნას სკოლაში მიკუთვნებულობის განცდა, როგორც მასწავლებლებში, ისე მოსწავლეებსა და მშობლებში. გეგმავს და ახორციელებს მოსწავლეთა ისეთ მხარდამჭერ ღონისძიებებს როგორიცაა: მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ინტერსს მორგებული აქტივობები: სასკოლო, რაიონული, რეგინალური და საერთაშორისო პროექტები, სპექტაკლები, თანამშრომლობითი ურთიერთობები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა დაანახოს მოსწავლეებს სწავლის ღირებულება და უწყვეტობა.

არის მუდმივად სიახლეების ძიებაში, აქვს მაღალი მიმღებლობა და აქტიურად ცდილობს სიახლეების დანერგვას არა მარტო თავის საქმიანობაშიი, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოებაშ, ამ კუთხით არის გამორჩეული ლიდერი. შეუძლია არსებული ცოდნა,რესურსები, გამოცდილება, კომპეტენცია გაუზიაროს სხვებს, იყოს მათთვის მხარდამჭერი და მოტივატორი. სასკოლო საზოგადოებაში გამოირჩევა მაღალი თანამშრომლობითი კულტურით.გამზიარებელი. მისი საშუალებით სკოლამ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი და ნიშა თემში, რის საფუძველზეც არის სამაგალითო სხვებისთვის.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ეუსტომა გამოსახულება