Enter your keyword

post

საქართველოს საპატრიარქოს იაონე ბოლნელის სახელობის სკოლამ მასწავლებელის ეროვნულ ჯილდოზე სამოქალაქო განათლები მასწავლებელი -ირინა მიქავა წარადგინა

საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირინა მიქავა.

იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი. 2023 წლის 23 მარტს დაჯილდოვდა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე, როგორც ქვემო ქართლის წლის წარმატებული სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

2021 წელს მან დააფუძნა მოსწავლეებთან ერთად სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ცვლილებების პიკი/Peak Of Changes’’, რომელმაც სამი წლის განმავლობაში განხორციელა 30-მდე პროექტი და 100+აქტივობა დღემდე და რამდენიმე ადგილობრივი/საერთაშორისო გრანტის/პროექტის/პროგრამის გამარჯვებულია, რითაც ეხმარება სასკოლო საზოგადოებას პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაში. 2023 წელს გახდა Eu4Youth Alumni Network-ის წევრი საქართევლოდან და სრული დაფინანსებით შექმნა სკოლის ბაზაზე ბოლნისის ახალგაზრდული სივრცე ასევე, დებატების კლუბი, იმიტირებული პროცესების აკადემია, ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია, სამაგიდო თამაშების კუთხე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამსახურისა, ProActive Group Georgia-ს და EVZ ფონდის მხარდაჭერით განახორციელა, სრული დაფინანსებით სკოლის ბაზაზე, 1 წლიანი პროექტი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მეთოდებზე. მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო სასწავლო მეთოდები/რესურსები როგორიცაა: storytelling, living library, suitcase of my life, oral history, onion method, win as much as you can , კამათის ხელოვნება, აკვარიუმის მეთოდი, კარლ-პოპერის, ბრიტანული საპარლამენტო და ამერიკული დებატები, ფორუმ თეატრი, სხვადასხვა როლური თამაშები და სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები, პოლიტიკა სამსჯავროზე, სადაც გამოიტანეს ისტორიული ფიგურების პოლიტიკა სამსჯავროზე. წარმატებით ჩართო მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში,

ის იმყოფებოდა სრული დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტებით, პროფესიული განვითარების მიზნით, პორტუგალიაში,გერმანიაში, თურქეთში,ბუდაპეშტში, საფრანგეთში, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ლატვიაში. ხოლო მიღებულ გამოცდილებას აზიარებდა კოლეგებთან და შემდეგ ნერგავდა მათთან ერთად ფორმალურ/არაფორმალურ განათლებაში. აქტივობებს და სასწავლო პროცესს ახორციელებს მოსწავლეების ინტერესების,საჭიროების და მზაობის გათვალისიწინებით. 2023 წელს გახდა სამშვიდობო განათლების საერთაშორისო ტრენერი და მუშაობდა გერმანელებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად. შექმნა რამდენიმე ბლოგი ინგლისურ ენაზე ბოლნისის გამოცდილებაზე სამშვიდობო განათლების სწავლების კუთხით და პოდკასტები აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, ბოლნისში, თბილისსა და და ერგნეთში, ომით დაზარებულ ადამიანებთან. 2023 წელს ასევე შეარჩიეს საქართველდან ევროპის საბჭოს 1 წლიან პროექტზე ,,დაბლოკე სიძულვილი, გააზიარე სიყვარული’’, რომლის ფარგლებში იმყოფებოდა ბუდაპეშტი სიძლვილის ენის მიმართულებით. შემდეგ კი სკოლაში განახორციელა აქტივობები, როგორიცაა ტრენინგები, ვორქშოფები, აქტივოები ,,უფლებებისთვის რბოლა’’, ,,იყავი მის ადგილას’’ და აქტიურად დანერგა ფორმალურ განათლებაში წიგნები ,,ბუქმარქსი’’, ,,კომპასი’’, ,,კომპასიტო’’. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ბლოგი ავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.ასევე არის რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი ადგილობრივ თვითმართველობაში მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე.

შეიძლება იყოს ეუსტომა and ტექსტი გამოსახულება