ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზი ლექცია ,,საბას” დაესწრნენ
0 ივნისს ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში „საბა“ ჩატარდა ლექცია – სემინარი თემაზე: „საქართველო ევროპაში 1900-1910 წლებში“.
საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს ევროპული გზა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში დანახვა და ამ ურთიერთობების უკეთ წარმოჩენა.
ლექციას უძღვებოდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი სალომე ჭანტურიძე.
სალექციო კურსს კერძო და საჯარო სკოლის უფროსკლასელები, ისტორიის პედაგოგები და ბიბლიოთეკის ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.
ლექცია კითხვა -პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.
საგანმანათლებლო პროექტი მომავალში კვლავ გაგრძელდება.
