Enter your keyword

post

ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საჯარო ლექციას ,,საქართველო ევროპაში 1900-1910 წლებში” დაესწნენ

10 ივნისს ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში „საბა“ ჩატარდა ლექცია – სემინარი თემაზე: „საქართველო ევროპაში 1900-1910 წლებში“.

🎓საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს ევროპული გზა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში დანახვა და ამ ურთიერთობების უკეთ წარმოჩენა.

➡️ ლექციას უძღვებოდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი სალომე ჭანტურიძე.

➡️ სალექციო კურსს კერძო და საჯარო სკოლის უფროსკლასელები, ისტორიის პედაგოგები და ბიბლიოთეკის ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.

🔸 ლექცია კითხვა -პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

ℹ️ საგანმანათლებლო პროექტი მომავალში კვლავ გაგრძელდება.