ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საფეხბურთო კლუბს ყაზახეთი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები ეწვივნენ
დღეს,ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდს , მწვრთნელის,მამა დემეტრე ქათამაძის მოწვევით ,საპატიო სტუმრები ეწვივნენ
ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ყარაღანდის შახტარის ფეხბურთელები ანტონ თოლორდავა ,იმედა აშორტია და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის თურანის ფეხბურთელი ფირუზ მარაქველიძე.
შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში,ფეხბურთელებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და უპასუხეს მოსწავლეების კითხვებს.შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთად ითამაშეს ფეხბურთი.




