სამოქალაქო განათლების კლუბის ,,მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებმა ფორუმ თეატრის გამოყენებით აქტივობები წარმოადგინეს
25 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ბორდის წევრების სალომე ხერგიანისა და და საბა მანაგაძის, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ირინა მიქავას ორგანიზიებით ,,მომავალ ლიდერთა აკადემიის ფარგლებში ,,ფორუმი თეატრის” მეთოდის გამოყენებით ჯგუფებმა წარმოადგინეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა :
1. არასრუწლოვანთა დანაშაული
2. ნაადრევი ქორწინება
3. ოჯახში ძალადობა
აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისას.
ფორუმ-თეატრი ჩვეულებრივი სპექტაკლისგან განსხვავდება იმით, რომ სცენასა და მაყურებელს ერთმანეთთან აკავშირებს. წარმოდგენა იმართება ორჯერ. კონკრეტული სცენის გამეორებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, გახდნენ მსახიობები და შეცვალონ პროცესის მიმდინარეობა სასურველი სცენარით.
დიდი მადლობა ფასილიტატორებს და ორგანიზატორებს , მონაწილეებს აქტიური და საჭირო აქტივობების განხორციელებისთვის.




