ბიოლოგიის გაკვეთილზე მე-11 კლასის მოსწავლეებმა ექიმების როლი მოირგეს
ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩვენმა მეთერთმეტე კლასელებმა ექიმების როლი მოირგეს და დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ისეთი დაავადებები როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონის დაავადება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, საინტერესო ფაქტები, რუბრიკა ” ცხოვრება დაავადებით” და ის მდგომარეობა, რის წინაშეც დგება პაციენტი და ოჯახი დაავადების პროგრესირებასთან ერთად. გაკვეთილი გადაცემა ” ექიმების” ფორმატში წარიმართა, სადაც მოწვეულ ექიმებთან ერთად საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ამ დაავადებების სიმპტომების, გამომწვევი მიზეზების, მკუნალობის შესახეხ.
ორგანიზატორი: ბიოლოგიის მასწავლებელი ხატია რაზმაძე




