სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტ ,,მომავალ ლიდერთა აკადემიის” ფარგლებში კარლ-პოპერის ფორმატის დებატები გაიმართა
აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი პროექტი ,,მომავალ ლიდერთა აკადემია” რომლის ფარგლებში გაიმართა კარლ პოპერის ფორმატის დებატები გენდერული კვოტირების სისტემაზე.
გამოვლინდნენ გამარჯვებული ფინალისტები, რომელიც გააგრძელებენ ოპონირებას ფინალურ ტურში:
მტკიცებითი გუნდი: ელენე ედიბერიძე, ანასტასია კარეცკი და ანასტასია მეტრეველი.
მტკიცებითი გუნდი : ელენე ფეტვიაშვილი, ნიკოლოზ გასვიანი და მარიამ მინდიაშვილი.
აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ორგანიზებით მოსწავლეთა თვითმართველობასთან თანშრომლობით.




