ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის მოსწავლეები ქართულ-გერმანულ ღვინის მარანს ეწვივნენ
ჩვენი სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ” ქართულ-გერმანული ღვინის სახლი ბოლნისში”. სკოლაში გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში გავლილ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ჩვენს რეგიონში გავრცელებული უძველესი და დღეს არსებული ვაზის ჯიშების შესახებ, გაცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს, მეღვინის, სომელიეს და მარკეტოლოგის პროფესიებს. მეღვინე ესაუბრა ამ პროფესიების როლზე და მნიშვბელობაზე. მოსწავლეებს ღვინის სახლის წარმომადგენლებმა გააცნეს მისი მრავალწლანი ისტორია, გაიგეს ქვემო ქართლში არსებობს 15 რელიეფურად განსხვავებული ტერირორია, რაც განაპირობებს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას. ბატონი გურამ ავქოფაშვლი მოსწავლეებს ესაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს ღვინისთვის ნიადაგს, კლიმატს, მზის განლაგებას და ა.შ. გაუზიარა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა დასვევს შეკითხვები. დააგემოვნეს ღვინო, მიიღეს რჩევები თუ როგორ უნდა დააგემოვნონ, შეიგრძნონ ღვინის გემოვნური თვისებები.
ასევე ყველასთვის სასიხარულო აღმოჩნდა რომ ქართული ღვინო პოპულარობით სარგებლოს ევროპაში, ავსტრალიაში და სხვადასხვა ქვეყნებში.
აქტივობის ორგანიზატორი: გეოგრაფიის მასწავლებელი-ნონა მელაშვილი
ბიოლოგიის მასწავლებელი-ხატია რაზმაძე
დამრიგებელი: იზა რეხვიაშვილი




