სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტ ,,ტოტალიტარიზმი ახალგაზრდების თვალით: მოგონებების შესწავლა და ვეროპულ მომავალი” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის ელჩთან
14 მარტს ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობასთან თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან კლუბის პროექტის ,,ტოტალიტარიზმი ახალგაზრდების თვალით:მოგონებების შესწავლა და ევროპული მომავალი” ფარგლებში. თემაზე: ,,საბერძნეთი ევროკავშირში”
აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,შპს გურამ დოჩანაშვილი-საერთაშორისო ქართული სკოლის” სამოქალაქო განათლების კლუბთან @youth development თანამშრომლობით.
მადლობა საბერძნეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს ვიზიტისთვის და საჭირო, მნიშვნელოვანი საჯარო ლექციისთვის.
სამოქალაქო განათლების კლუბს ორგანიზებისთვის და მისი ბორდის წევრს, საბა მანაგაძეს პრეზენტაციისთვის, მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარის მოადგილეს, ლუკა შაინიძეს და კლუბის წევრს ელენე ედიბერიძეს ბრწყინვალე პრეზენტაციისთვის. კლუბში წევრებს ანასტასია კარეცკის და ელენე ფეტვიაშვილს კედლის გაზეთების შექმნისთვის.
ასევე, ჩვენი პროექტის ერთგულ მხარდამჭერს სოციალური საწარმოს ხელმძღვანელს, ნათია კობალაძეს გამოფენის ორგანიზებისთვის და ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს. ვიზიტისთვის.




