Enter your keyword

post

ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის მოსწავლეებმა მონაწლეობა მიიღეს კსუ-ს კონკურსში ,,განავითრე შენი რეგიონი”

18 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „განავითარე შენი რეგიონი“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

🔶 პროექტში, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე იყო ორიენტირებული, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 სკოლა მონაწილეობდა.

პროექტში ჩვენი სკოლიდან ჩაერთნენ XI კლასის მოსწავლეები:

ლევან ურუმაშვილი

თამარ ლეკიშვილი

ნინი რეხვიაშვილი

მოსწავლეებს მენტორობას უწევდა სკოლის დირექტორის მ/შ ნინო დევნოზაშვილი

ჩვენი მოსწავლეების ბიზნეს გეგმამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა…

🔷 დაკსვნით ღონისძიებამდე პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, სადაც მსმენელები გაეცნენ მეწარმეობის მნიშვნელობას, საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული იდეის არსს, ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო ძირითად კომპეტენციებსა და ბიზნესგეგმის შედგენის ტექნიკას.

🔶 ტრენინგს უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი რუსუდან დალაქიშვილი.

🔷 დასკვნით ღონისძიებაზე კომისიის წევრებმა შეაფასეს პროექტის მონაწილეთა ნაშრომები, რომლებიც თავიანთი რეგიონების განვითარებასა და ადგილზე ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე იყო ორიენტირებული.

კომისიის შემადგენლობაში რუსუდან დალაქიშვილთან ერთად იყვნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი მიქალაძე და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი.

+5