სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ
16 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით VII-VIII კლასის მოსწავლეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის ევროკავშირისა და ნატოს ღირებულებების, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ისტორიისა და შესაძლებლობების შესახებ.




