სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირინა მიქავას ორგანიზებით ჩატარდა ქვიზი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
13 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით და სამოქალაქო განათლების პედაგოგ, ირინა მიქავას ფასილიტაციით ჩატარდა ქვიზი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.
მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიის, ღირებულებების,მითებისა და რეალობის შესახებ.
აღნიშნულ ქვიზში მონაწილეობას იღებდნენ IX კლასის მოსწავლეები.




