სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ლიეტუვას ელჩთან-ანდრიუს კალინდრასთან პროექტ ,,ტოტალიტარიზმი ახალგაზრდების თვალით: მოგონებების შესწავლა და ევროპული მომავალი” ფარგლებში
15 ოქტომბერს ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ფარგლებში გაიმართა პროექტის ,,ტოტალიტარიზმის მეხსიერება სკოლებში” გახსნა და ლიეტუვას ელჩთან, ანდრიუსს კალინდრასთან შეხვედრა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი -ის ინიციატივით თბილისის მე-6 საჯარო და გურამ დოჩანაშვილის საერთაშორისო ქართულ სკოლასთან თანამშრომლობით.
ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ სასიამოვნო აღმოჩნდა ლიეტუვას ელჩისგან, ქვეყნის ევროპული გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენის ქვეყნის, ევროპულ გზაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამივე სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბების პრეზიდენტები, მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარეები და სკოლის ადმინისტრაცია და ProActive Group Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აგირბაია.
პროექტის ხელმძღვანელი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირინა მიქავა.




