Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით სამშვიდობო განათლების ტრენინგი ჩატარდა

14 იანვარს სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით ჩატარდა სამშვიდობო განათლების ტრენინგი ახალგაზრდებისთვის ჩვენი სამოქალაქო განათლების პედაგოგის ირინა მიქავას და ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარის ლუკა გაბიძაშვილის მიერ.

✅ თავდაპირველად მონაწილეები გაეცვნენ ერთმანეთს სახალისო ენერჯაიზერებით და მოაწყვეს გამოფენა.

✅ “Building Bridges” არაფორმალური აქტივობით გაიზრეს რა როლი აქვს მშვიდობას საზოგადოებაში. მიიღეს ინფორმაცია ფორმალური/არაფორმალური და ინფორომალური განათლების სახეების, თუ რა უნარები, ცოდნა და კომპეტენციები საჭირო იმისათვის, რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელი. განსახვავებას ცუდ და კარგ მშვიდობას, პოზიტიურ და ნეგატიურ მშვიდობას შორის,მოსწავლეებმა შეისწავლეს ძირითადი ღირებულებები, რომელიც აერთიანებთ მშვიდობისმყოფელებს.

✅“Win as much as you can” მეთოდით მოსწავლეებმა გაიზარეს მოგება-მოგება და წაგება-წაგების პირნციპი, მოქმედების ტიპები კონფლიქტის დროს.

✅საინტერესო იყო Thomas Killmann Conflict Mode Instrument and

Onion Model/თომას კილმანი კონფლიქტის რეჟიმი

ინსტრუმენტი და ხახვის მოდელი, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად ნახეს განსხვავებული ქცევები, დიფერენცირება პოზიციებს, ინტერესებს და

საჭიროებებს შორის.

✅ დაწერეს რა იყო მშვიდობა მათთვის და ბოლოს გაიმართა გამოფენა/ რეფლექსია.

+27