Enter your keyword

Course

რობოტიკის,პროგრამირებისა ინჟინერიის კლუბი

რობოტიკა და პროგრამირება სწრაფად ხდება საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ტექნიკური საგნების სწავლებასთან.

ფიზიკისა და მათემატიკის ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების ვიზუალიზაცია სწორედ რომ LEGO და რობოტებით არის შესაძლებელი.

რობოტიკა ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებით აზროვნების, სიტუაციების ანალიზის და კრიტიკული აზროვნების გამოყენებას ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.

გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, კონკურსებში მონაწილეობა და კონკურენცია – აძლევთ მათ გამოცდილებას. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, შეცდომების დაშვებითა და გამოსწორებით – მოსწავლეები პოულობენ სწორ გადაწყვეტილებებს.

გაკვეთილები ორი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შედგება.
მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული მახასიათებლებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ქმნიან – აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.

ჩვენი კურსის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან:
* ლეგო
* რობოტები და მათი მრავალსახეობები
* რობოტების მუშაობის პრონციპები
* მარტივი მექანიზმები და მოწყობილობები
* სენსორები, პლატები, დრაივერები
* ელექტრო ინჟინერიის საფუძვლები
* ელექტრული სქემების შექმნა
* კოდირება
* სიმულატორები და mBot-ები
* mBlock პროგრამები mBot რობოტებისათვის
* მიკროკონტროლერი Arduino
* დაპროგრამება და პროგრამირების ენები
* 3D დიზაინი და ვიდეო ედითინ