Enter your keyword

post

viii კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესი გამართეს

viii კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესი გამართეს

2023 წლის 2 თებერვალს VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი,

მიხელ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა” გაკვეთილი ჩატარდა სასკოლო პროექტის ადამიანის უფლებების ფარგლებში.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, წესრიგისა და კანონის უზენაესობის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; მეორე მხრივ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, სადავო საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიისა და კამათის წარმართვის, როლური ტექსტების შექმნის, განსხვავებულ სიტუაციაში სამეტყველო ქცევის შეცვლის უნარების განვითარებას.

მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმეებისა და ბრალდებულის როლები. არგუმენტირებულად იმსჯელეს პრობლემურ საკითხზე, გამოამჟღავნეს ლიტერატურული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომის უნარი. ისინი ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს, აყალიბებდნენ დასკვნებს.

უდიდესი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგს ირინა მიქავას,მადლობა ნიჭიერ მოსწავლეებს.