მშობელთა ჩართულობის ფარგლებში მოქალაქეობის საგანში დებატები ჩატარდა მშობლებისა და შვილების მონაწილოებით
20-23 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ, ირინა მიქავას ინციატივით ჩატარდა კარლ-პოპერის ფორმატის დებატები მე-7 ა კლასის მონაწილეობით ( პირველი ტური და ნახევარფინალი).
მტკიცებითი გუნდი: ნიკოლოზ ბრეგვაძე, ნინი ქალდანი და ნინი აბრამიშვილი.
უარმყოფელი გუნდი: საბა ჭკადუა, ბარბარე სულხანიშვილი და მარიამ კენჭოშვილი.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კლუბის წევრები: ლუკა შაინიძე, ზუკა ბრეგვაძე,მარიამ წიფიანი და საბა მანაგაძე.
დებატებს ესწრებოდნენ ასევე მე-7 ა კლასის დამრიგებელი მარიკა ფოჩხიძე, სკოლის დირექტორის მ/შ ნინო დევნოზაშვილი, მშობელი-ნინო კარგათელი და მე-11 კლასის მოსწავლეები.




