Enter your keyword

post

პროექტ ,,სტუმრად ჩემი შვილის კლასში” ფარგლებში მე-7 ბ კლასს მირიან ურუმაშვილი ეწვია და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა

დღეს, VII ბ კლასში დამრიგებლის ხატია რაზმაძის ორგანიზებით დაიწყო პროექტი “სტუმრად ჩემი შვილის კლასში”, რომლის მიზანია მშობლებმა უკეთ გაიცნონ თავიანთი შვილის კლასელები და ბავშვებმა კი მათი თანაკლასელის მშობლები. 🤝

ბავშვები იზრდებიან, ეცვლებათ გემოვნება, ინტერესები, შეხედულებები და ღირებულებები. შესაბამისად მნიშვნელოვანია მშობლები უკეთ ვიცნობდეთ როგორც საკუთარ შვილებს, ასევე შვილის კლასელებს, რომლებთანაც ძალიან დიდ დროს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. ეს პროექტი კი მისცემს შესაძლებლობას თითოეულ მათგანს სულ სხვა თვალით დაინახონ ერთმანეთი, მეტი ისაუბრონ, მოძებნონ საერთო ინტერესები, შეხდულებები და მოისმინონ საინტერესო რჩევები ერთმანეთისგან.

📣თებერვალი ჩვენს სკოლაში მშობელთა ჩართულობის თვეა.

მადლობა ბატონ მირიანს, თომას მამიკოს დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის